მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 18, 2022

18.11.22 – მცხეთა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის N2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწვერიანების პროცესებსა და მიმდინარე გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობასა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე.