მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 18, 2022
18.11.22 – მცხეთა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის N2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელსაც სარგებლის სახით საქართველო ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის შედეგად იღებს.