მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 16, 2022
16.05.22 – სოფელი ნიჩბისი
„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ისტორიის, უახლოესი პროცესებისა და წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ამასთანავე საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღეები 2022“, რომელიც საქართველოში უკვე მეათედ იმართება, 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.