მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედას სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 28, 2022

28.09.22 – სოფელი ერედა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედას საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს ნატო-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, სამომავლო პერსპექტივებზე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებსა და საერთაშორისო გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია.