მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 20, 2022
20.09.22 – სოფელი ქსოვრისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მიღწევებსა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის როლს ეკონომიკური განვითარების საკითხებში.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.