მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის დევნილთა დასახლების სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 27, 2022
27.09.22 – სოფელი წეროვანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის დევნილთა დასახლების N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს ნატო-ს შექმნის მიზნების, მისი ფუნქციონირებისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის აუცილებლობაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.