მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 22, 2022
22.09.22 – სოფელი წეროვანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობაზე, ინტეგრაციის პროცესის სარგებელსა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.