მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქსოვრისის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 20, 2023
20.03.23 – სოფელი ქსოვრისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, კერძოდ კი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი, ასევე, შეეხო სექტორულ განვითარებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების როლს ქვეყნის განვითარებაში.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.