მედიაწიგნიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე სტუდენტებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
მარტი 22, 2021

22.03.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ორგანიზებით მედიაწიგნიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე სტუდენტებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა ნინი შენგელიამ, მთელი საქართველოს მასშტაბით 70-მდე სტუდენტს მედიაწიგნიერების მნიშვნელობა გააცნო. დეტალურად მიმოიხილა დეზინფორმაციისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გზები, მათი ამოცნობის ხერხები და მეთოდები. ასევე, საუბარი შეეხო ვიზუალური წიგნიერების უნარ-ჩვევებსა და მექანიზმებს.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.