“მედიაწიგნიერების კურსის” ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 27, 2024
27.11.24 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ცენტრის “მედიაწიგნიერების კურსის” ფარგლებში, პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებისთვის მედიაწიგნიერების საკითხებზე თემატური სემინარი გამართა.
ღონისძიებაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შერჩეულ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების პროცესში არსებულ შედეგებსა და გამოწვევებზე. საუბარი შეეხო მედიამოხმარების საკუთარი ჩვევების იდენტიფიცირებას, მედიაპროდუქტის გაზიარების პასუხისმგებლობებს, ფაბრიკაციისა და ვიზუალური მანიპულაციების საპორწონედ ინფორმაციის გადამოწმებისა და კრიტიკულად შეფასების მეთოდებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციის ამოცნობის ტექნიკებზე, პროპაგანდის წარმოების თავისებურებებზე, საინფორმაციო გარემოში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე. განხილულ იქნა აგრეთვე, პრაქტიკული მაგალითები და შერჩეული ქეისები.