მერიის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 7, 2023

07.12.23 – რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, მერიის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

მოწვეულმა ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა და ასოციაცია „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ეკა ქარდავამ, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილა. ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის დადებითი რეკომენდაციის გაცემის მნიშვნელობასა და მიმდინარე თვეში დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომის მოსალოდნელ შედეგებზე. საუბარი, ასევე, შეეხო კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურებს.

მომხსენებელმა ახალგაზრდებთან ერთად დისკუსიის ფორმატში განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ახალგაზრდული შესაძლებლობების ზრდა, ევროკავშირის დახმარებით ხარისხიანი განათლების მიღების გზები, შრომის უსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა და სხვა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.