მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
აპრილი 16, 2021

16.04.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მერიისა და საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.მთელი საქართველოს მასშატაბით 80-მდე მერიისა და საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოში კომუნიკაციების განყოფილების უფროსი ერეკლე შუბითიძე, სტრატეგიული კომუნიკაციის ისტორიაზე, მის მნიშვნელოვან როლსა და საკომუნიკაციო არხებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის მიზნებზე, როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოში და ხაზი გაესვა ძირითად პრორუსულ გზავნილებს.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.