მესტიის მესამე სკოლის მოსწავლეებთან დასავლური ინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 7, 2023
07.06.23 – მესტია
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მესტიის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისის სტაჟიორმა, დავით ნიჟარაძემ, შეხვედრის მონაწილე მოსწავლეებს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდულ პროგრამებზე – ERASMUS +, ERASMUS MUNDUS-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები, ასევე, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის, ევროპის სოლიდარობის კორპუსის საშუალებით მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვისა და ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.