მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 2, 2021

02.11.21 – სოფელი ეცერი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ნატო-ს ისტორიაზე, მიზნებზე, ამოცანებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-ს შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.