მესტიისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
მარტი 9, 2021
09.03.21 – სოფელი ფარი და ხოჯორნი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ბიუროების ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
ონლაინ სემინარზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
სემინარზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროების წარმომადგენლებმა თემურ სუყაშვილმა და ანა ცანავამ, ნატოსა და ევროკავშირის ისტორიასა და მიზნებზე, საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.
შეხვედრას ახალგაზრდული ონლაინ ბანაკის “ახალგაზრდული ხმა” მონაწილეები ესწრებოდნენ. ონლაინ ბანაკი პროექტის “ინოვაციური ცენტრი მომავლისთვის” და კლუბის “ROBOSPACE” ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის მიმდინარეობს.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.