მეწარმეებთან, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 1, 2021

01.12.21 – რეგიონები
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონების მეწარმეებთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების საინფორმაციო-საკონსულტაცო სამსახურებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან ონლაინ სემინარი ჩატარდა.
შეხვედრის 90-მდე მონაწილეს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე USAID-ის პროექტის „ზრდა საქრთველოში“ ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭუმბურიძემ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში ხელშესახებ სიკეთეებზე, 5 წლის მანძილზე განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
პროექტი „ზრდა საქართველოში“, მხარს უჭერს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დონეზე, მუშაობს ტურიზმის, სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანობის ზრდაზე, ფერმერებსა და პოტენციურ მყიდველებს შორის საბაზრო კავშირების გამარტივებასა და ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე და ეთნიკური უმცირესობებით კონცენტრირებულ რეგიონებში, დასაქმების ხელშეწყობაზე, შემოსავლების ზრდასა და იქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.