მიხეილ ბახტაძის ლექცია ციკლიდან “მე ევროპელი”

მაისი 26, 2021

26.05.21 – თბილისი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ლექციების ციკლიდან “მე ევროპელი” საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ევროპული საფუძვლები.

ფართო საზოგადოებისთვის გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მიხეილ ბახტაძემ ისაუბრა იმ ისტორიულ გარემოებებზე, რამაც განაპირობა 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება, რა იყო მისი საფუძვლები და ის ფასეულობები, რომელიც აერთიანებდა ევროპასთან, რაც გვარწმუნებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მტკიცე გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ, სწორედ ჩვენი წარსულის გამოცდილებითა არის ნაკარნახევი.

შეხვედრას, რომელშიც 100-მდე მსმენელმა მიიღო მონაწილეობა მოდერაციას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი უწევდა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა.

ლექციათა ციკლის „მე ევროპელი“ფარგლებში სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, მწერლები, ხელოვანები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, თავიანთი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, საუბრობენ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ევროპულ ღირებულებებზე, იმ კავშირებსა და ფასეულობებზე, რაც გვაერთიანებს ევროპასთან.