მცხეთის კულტურის მულტიფუნქციური ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 1, 2023

01.05.23 – მცხეთა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მცხეთის კულტურის მულტიფუნქციური ცენტრის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ცენტრის თანამშრომლებსა და ბიბლიოთეკარებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.