მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 11, 2024

11.04.24 – მცხეთა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მცხეთის მერიასთან თანამშრომლობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ვახტანგ ნინიკაშვილმა გახსნა და ცენტრის საქმიანობის სპეციფიკასა და მიზნებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჩიტაძემ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და გაწევრიანების პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაიმართა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.