მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 20, 2024

20.02.24 – მცხეთა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ვახტანგ ნინიკაშვილმა ცენტრის საქმიანობის სპეციფიკასა და მიზნებზე ისაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე ფარულავამ, ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და გაწევრიანების პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაიმართა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.