მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 28, 2023

28.11.23 – სოფელი მისაქციელი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის პედაგოგებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექპსერტმა, სამხედრო ჟურნალისტიკის ასოციაციის თანადამფუძნებელმა გიორგი ცხვიტავამ, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ამ პროცესის მნიშვნელობაზე, გამოწვევებზე, დეზინფორმაციული ნარატივების თავისებურებებზე ისაუბრა და პედაგოგებს ნატოს სტრატეგიული კონცეფცია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები გააცნო.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.