მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 27, 2024

27.02.24 – სოფელი წეროვანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და წეროვანის N3 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირინა ბარნაბიშვილმა გახსნა და ცენტრის საქმიანობის სპეციფიკასა და მიზნებზე ისაუბრა.

ასევე, ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ჭითანავამ, ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და გაწევრიანების პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.