მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 18, 2024

18.03.24 – სოფელი წილკანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ჭითანავამ, ცენტრის საქმიანობის სპეციფიკაზე, მიზნებზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და გაწევრიანების პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.