ნატო-ს 72 წლის საიუბილეო დღეების ფარგლებში რეგიონის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 6, 2021
06.04.21 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის “დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება” ორგანიზებით, რეგიონის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ნატო-ს 72 წლის საიუბილეო დღეების ფარგლებში ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის მიზნებზე, მის ნეგატიურ გავლენებებზე და მასთან გამკლავების ხერხებსა და მეთოდებზე.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.