ნატო-ს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეებსა და კადეტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 4, 2023
04.04.23 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ნატო-ს 74-ე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, სამხედრო მოსამსახურეები და კადეტები ესწრებოდნენ.
პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეიგონში მარიკა ვაჭარაძემ, ცენტრის საქმიანობისა და მიზნების შესახებ ისაუბრა.
ლექციას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი მრჩეველი ნათია გვენეტაძე უძღვებოდა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე.
ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს კი საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები დაურიგდათ.
შეხვედრაზე, ასევე, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს სამაგიდე თამაში წარუდგინა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმს საჩუქრადაც გადასცა.
თამაშში ჩართულ კადეტებს ცენტრის წარმომადგენლებისაგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.