ნატო-ს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

აპრილი 4, 2023

04.04.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის „მომავლის სკოლასთან“ თანამშრომლობით, ახალგაზრდებისთვის ნატო-ს 74-ე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სლოგანით „ვიცოდეთ მეტი ნატო-ს შესახებ“ შემეცნებითი ღონისძიება მოაწყო.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები გააცნო და მიმდინარე პროცესების მნიშვნელობაზე, თანამდევ ეტაპებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა და ყველაზე კომპეტენტურ და აქტიურ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრისგან საიმიჯო ატრიბუტები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

შეხვედრას ესწრებოდა მომავლის სკოლის დირექტორი, ცირა ქასრაძე და სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამარ ჯიბლაძე, რომლებმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გააქტიურებით ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.