ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი თელავში ახალგაზრდებს შეხვდა
ივნისი 7, 2022
![1654690043](https://infocenter.gov.ge/wp-content/uploads/2022/12/1654690043.jpg)
07.06.22 – თელავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში, ახალგაზრდებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალმა ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა, ნატო-ს როლზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ალიანსის მიზენებზე, ამოცანებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.