ნატო-ს სტრატკომის სრულყოფის ცენტრის ექსპერტებმა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის დეზინფორმაციასთან გამკლავების საკითხებზე ტრეინინგი ჩაატარეს

დეკემბერი 15, 2020

ქ. რიგაში, ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის წარმომადგენლებმა, მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე ერთკვირიანი ონლაინ კურსი ჩაატარეს.

კურსი ორიენტირებული იყო მულტიდისციპლინარულ კონცეფციებსა და მიდგომებზე და მიზნად ისახავდა საინფორმაციო ცენტრის როგორც ცენტრალური ოფისის, აგრეთვე, რეგიონალური წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებას როგორც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის უკეთ შესაფასებლად, ასევე მის წინააღმდეგ აქტივობების დასაგეგმად.

კურსის განმავლობაში ნატო-ს სტრატეგიული სრულყოფის ცენტრის ექსპერტებმა მონაწილეებს გაუღრმავეს ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოციალური და კოგნიტური ფსიქოლოგია, ნარატივების კონცეფცია და იდენტიფიცირება, აუდიტორიის კვლევა და ანალიზი, სოციალური მედიის როლი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახალ კორონავირუსთან COVID- 19 -თან დაკავშირებული დეზინფორმაცია.

ტრეინინგი, USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში ფინანსური დახმარებით და რიგაში ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის (NATO Stratcom COE) ორგანიზებით განხორციელდა. კურსის მომხსენებლები ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის სრულყოფის ცენტრის ექსპერტებთან ერთად იყვნენ, სტრატეგიული კომუნიკაციების ლონდონის სამეფო კოლეჯის, სენდჰარსტის აკადემიის, ბალტიის თავდაცვის კოლეჯის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, Zinc Network Ltd წარმომადგენლები.

ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სრულყოფის ცენტრი მდებარეობს რიგაში, ლატვიაში და ხელს უწყობს ნატო-ს, ნატო-ს მოკავშირეებისა და ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების განვითარებას.