ნატოს 75 საიუბილეო წელთან დაკავშირებით ქუთაისში პიარ-აქცია გაიმართა

აპრილი 3, 2024

03.04.24 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ნატოს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით პიარ-აქცია გაიმართა.

პიარ-აქცია უნივერსიტეტის ღია სივრცეში მოეწყო, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა ჩართვის შესაძლებლობა. საინფორმაციო სტენდთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემატიკაზე შემეცნებითი ვიქტორინა გაიმართა, გამარჯვებულებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ნატო თანამედროვე ისტორიის მანძილზე ყველაზე ქმედითუნარიანი, სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც 75 წელია უზრუნველყოფს წევრი სახელმწიფოების, 1 მილიარდამდე მოქალაქის, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. შესაბამისად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს როლი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ნატო-სთან თანამშრომლობის ყოველი მომდევნო ეტაპი კი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის ამაღლებას, რაც გვაახლოებს საბოლოო მიზანთან, გავხდეთ ნატო-ს წევრი.