ნატოს 75 საიუბილეო წელთან დაკავშირებით მარნეულში პიარ-აქცია გაიმართა
აპრილი 5, 2024
05.04.24 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, ნატოს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით მარნეულში პიარ-აქცია გაიმართა.
პიარ-აქციის ფარგლებში მარნეულში, ეთნიკური უმცირესობების ენაზე თარგმნილი მასალები დარიგდა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლი ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილი და ცენტრის მოხალისეები მოსახლეობას აწვდიდნენ ინფრომაციას საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკაზე, ნატოს ძირითად პრინციპებსა და ამოცანებზე.
პიარ-აქცია მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებას მშობლიურ ენაზე და მათთვის სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებას.
აღსანიშნავია, რომ ნატო თანამედროვე ისტორიის მანძილზე ყველაზე ქმედითუნარიანი, სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც 75 წელია უზრუნველყოფს წევრი სახელმწიფოების, ერთ მილიარდამდე მოქალაქის, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. შესაბამისად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს როლი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.