ნატოს 75 საიუბილეო წელთან დაკავშირებით ნინოწმინდაში პიარ-აქცია გაიმართა
აპრილი 4, 2024
04.04.24 – ნინოწმინდა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის ჩართულობით, ნატოს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით პიარ-აქცია გაიმართა.
პიარ-აქცია ქალაქ ნინოწმინდაში მოეწყო, სადაც ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა სომხურენოვანი საინფორმაციო მასალა დაურიგეს ადგილობრივ მოსახლეობას და მიაწოდეს ინფორმაცია ნატოს დაარსებისა და პიარ-აქციის მიზნის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ნატო თანამედროვე ისტორიის მანძილზე ყველაზე ქმედითუნარიანი, სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც 75 წელია უზრუნველყოფს წევრი სახელმწიფოების, 1 მილიარდამდე მოქალაქის, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. შესაბამისად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ნატოს როლი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ნატოსთან თანამშრომლობის ყოველი მომდევნო ეტაპი კი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის ამაღლებას, რაც გვაახლოებს საბოლოო მიზანთან, გავხდეთ ნატოს წევრი.