ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ
აპრილი 5, 2024
05.04.24 – ამბროლაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის საჯარო ბიბლიოთეკაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ჰოლანდიელმა დიპლომატმა და პოლიტიკურმა მრჩეველმა, გვანცა ლოლაძემ და ნატოს სახალხო დიპლომატიის თანაშემწემ, ნუცა ქუთათელაძემ, პედაგოგებს ინფორმაცია მიაწოდეს ნატოს დაარსების ისტორიაზე, ღირებულებებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე. ყურადღება გამახვილდა სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პროგრამების შესახებ.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა უპასუხეს პედაგოგების კითხვებს და მოისმინეს მათი მოსაზრებები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით.
ნატოს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც ნატოს ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში, ნატოს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტს და გარდა საჯარო სკოლის პედაგოგებისა, შეხვედრები მოსწავლეებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაც გაიმართა.