ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელები ამბროლაურში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

აპრილი 5, 2024

05.04.24 – ამბროლაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურში, ფონდ ,,აფხაზინტერკონტის“ ოფისში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ჰოლანდიელმა დიპლომატმა და პოლიტიკურმა მრჩეველმა, გვანცა ლოლაძემ და ნატოს სახალხო დიპლომატიის თანაშემწემ, ნუცა ქუთათელაძემ, მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს ნატოს შექმნის ისტორიაზე, ღირებულებებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. ყურადღება გამახვილდა სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პროგრამების შესახებ.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც ნატოს ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში, ნატოს 75 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტს და გარდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისა, შეხვედრები საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედეგოგებთანაც გაიმართა.