ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ოზურგეთში ახალგაზრდებსა და პედაგოგებს შეხვდა

მარტი 6, 2024

06.03.24 – ოზურგეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული კოლეჯის „ჰორიზონტი“ სააქტო დარბაზში, ამავე კოლეჯის მსმენელებსა და პედაგოგებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე მორიგი შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა გურიის რეგიონში ლიკა ჟღენტმა და ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაზე, მისი შექმნის ისტორიაზე, ალიანსის მიზენებზე, ამოცანებზე, ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო.

შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსებიდან 75-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.