ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები ამბროლაურის სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

აპრილი 5, 2024

05.04.24 – ამბროლაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის საბავშვო ბიბლიოთეკაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა, ჰოლანდიელმა დიპლომატმა და პოლიტიკურმა მრჩეველმა, გვანცა ლოლაძემ და ნატოს სახალხო დიპლომატიის თანაშემწემ ნუცა ქუთათელაძემ, მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს ნატოს ისტორიაზე, ნატოს ღირებულებებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე.

შეხვედრაზე მცირე ვიქტორინაც გაიმართა და სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა ვიქტორინაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც ნატოს ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში, ნატოს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტს და გარდა საჯარო სკოლის მოსწავლეებისა, შეხვედრები პედეგოგებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაც გაიმართა.