ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები მარნეულის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ
აპრილი 22, 2024
22.04.24 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარნეულის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა, პოლონელმა დიპლომატმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური მრჩეველმა არკადიუშ ლეგიეჩმა და რუმინელმა დიპლომატმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი გუნდის ხელმძღვანელის მოადგილემ ჯორჯ პელეშტეანუმ სტუდენტებსა და მასწავლებლებს, ინფორმაცია მიაწოდეს ნატოს ისტორიაზე, ნატოს ღირებულებებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
ნატოს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც ნატოს ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტს ნატოს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა.