ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები მარნეულში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

აპრილი 22, 2024

22.04.24 – მარნეული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მარნეულის ოფისის ორგანიზებით, მარნეულში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა, პოლონელმა დიპლომატმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური მრჩეველმა არკადიუშ ლეგიეჩმა და რუმინელმა დიპლომატმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი გუნდის ხელმძღვანელის მოადგილემ ჯორჯ პელეშტეანუმ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ინფორმაცია მიაწოდეს ნატოს ისტორიაზე, ნატოს ღირებულებებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც ნატოს ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტს ნატოს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა.