ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

აპრილი 17, 2024

17.04.24 – თელავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკურმა მრჩეველმა ჯოზეფინ კუნელ ალბარაზმა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გუნდის დირექტორის მოადგილემ ჯორჯ პელესტენაუმ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგებლებს ინფორმაცია მიაწოდეს ნატოს დაარსების ისტორიაზე, მის ღირებულებებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე. ყურადღება გამახვილდა სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პროგრამების შესახებ.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც არის ნატოს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, ნატოს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს შეხვედრები გაიმართა საჯარო სკოლის პედაგოგებთან, მოსწავლეებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაც.