“ნატოს სკოლა 2019”- ის ფარგლებში ქუთაისის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა
იანვარი 20, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, იმერეთის ბიუროს ორგანიზებით “ნატოს სკოლა 2019” – ის ფარგლებში ქუთაისის #37-ე საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისწარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მოსწავლეებს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა თემატური პრეზენტაციები წარადგინეს და თანატოლებს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორია და უვიზო მიმოსვლის წესები საინტერესო ვიდეორგოლებით გააცნეს.
აღსანიშნავია რომ “ნატოს სკოლა 2019” ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ.