ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ოფისს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი ესტუმრა
დეკემბერი 16, 2022

16.12.22 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მარია ქრისტინა ვან კოლდამი ესტუმრა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში, მარიკა ვაჭარაძე, ელჩს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე ესაუბრა. საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საინფორმაციო ცენტრის სამიზნე აუდიტორიით დაინტერესდა და ცენტრის მიერ მომზადებულ პუბლიკაციებს გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია ნატოსა და ევროკავშრის თემატიკაზე შექმნილმა სამაგიდო თამაშმა.
მარიკა ვაჭარაძემ სტუმარს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადასცა, რომელთა შორის იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ასლი, რამაც ელჩის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
მარია ქრისტინა ვან კოლდამმა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და იმ აქტივობებით დაინტერესდა, რომელიც რეგიონის დონეზე სხვადასხვა დროს საინფორმაციო ცენტრის მიერ იგეგმება.