ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნოემბერი 9, 2021
09.11.21 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სსიპ “ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მიქელაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ამ პროცესში აჭარის რეგიონის ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის გაზრდა შესაბამისი ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გზით.
ახალგაზრდები, საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯგუფია და ჩვენი უპირველესი ამოცანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ მათთვის ამომწურავი, სწორი ინფორმაციის მიწოდება და ამ პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართვის უზრუნველყოფაა.