ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
მაისი 30, 2024
30-02.06.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, საგამოფენო სივრცეში „ექსპოჯორჯია“ მიმდინარე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს შეუერთდა.
საინფორმაციო ცენტრი წარმოდგენილი იყო სტენდით, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ინტერესებზე მორგებულ საინფორმაციო-შემეცნებით აქტივობებს მოიცავდა, კერძოდ, ევროპის რუკის მოზაიკურ თავსატეხს, ევროკავშირის თემატიკაზე ვიქტორინას და რაც მტავარია, დაინტერესებულ მკითველს შეეძლო საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თემატიკაზე შქმნილი საინფორმაციო ლიტერატურის უფასოდ მიღება.
მოხარული ვართ, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სტენდმა დამთვალიერებლების მხრიდან დიდი ჩართულობა და ინტერაქცია გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1998 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, წლევანდელი ფესტივალის ვიზიტორთა რაოდენობამ 58 000 ადამიანს მიაღწია.