ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 8, 2023

08.05.23 – ნინოწმინდა
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე აგრეთვე განხილული იყო ევროკავშირის დაარსების ისტორია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ქრონოლოგია და ახალგაზრდული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები.
შეხვედრის დასასრულს ჩატარდა ვიქტორინა, გამარჯვებულებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალა გადაეცათ. მონაწილეებს, ასევე, დაურიგდათ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული სომხურენოვანი ლიტარატურა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება და მას საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს. „ევროპის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით ყურადღება მახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.