ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 13, 2024

13.02.24 – სოფელი ფოკა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკის, არსებული მექანიზმებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, დასასრულს კი მონაწილეების საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული სომხურენოვანი თემატური მასალა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.