ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში დასავლური ინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა

მაისი 8, 2023

08.05.2023 – სოფელი სათხა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში, პედაგოგებთან და უფროსკლასელებთან საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, თეონა ზურაბაშვილმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

ასევე, მონაწილეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერპექტივებზე მიიღეს ინფორმაცია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ისტორიასა და იმ სარგებელზე , რასაც საქართველო დასავლური ინტეგრაციის გზაზე იღებს.

შეხვედრაზე მონაწილეებმა, ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამის – ERASMUS+ შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული სომხურენოვანი ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.