ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივლისი 15, 2021
15.07.21 – ონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ონის ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მონაწილეებს ნატოს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და საქართველოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.