ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 11, 2022
11.05.22 – ონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი თამარ გოგოლაძე მიესალმა და ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ ნატო ბაჩიაშვილმა საქართველო-ნატოს ურთიერთობის განვითარების ქრონოლოგიაზე, დინამიკასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მიღწევებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა კოლექტიური თავდაცვის პრინციპსა და ორგანიზაციის როლზე მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.