ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 7, 2021
07.10.21 – ონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მონაწილეებს ნატოს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და საქართველოს როლს გლობალური უსაფრთხოების პროცესში.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამგამოხატეენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.