ონის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 9, 2022

09.06.22 – სოფელი ღები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი რეგიონულმა წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს ევროკავშირის ისტორიაზე, ღირებულებებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობასა და ასოცირების ხელშეკრულებაზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებებსა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდებს.

შეხვედრაზე დასასრულს გაიმართა მცირე ვიქტორინა, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა უპასუხა მონაწილეთა კითხვებს და გადასცა მათ საინფორმაციო თემატური მასალები.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.