ონის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 7, 2021

07.06.21 – სოფელი გლოლა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროსა და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელის ლელა ზაქარიას ორგანიზებით, მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამა Erasmus+ მიერ ახალგაზრდებისთვის გახნილ შესაძლებლობებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ერასმუს + პროგრამის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებებზე. ხაზი გაესვა სასკოლო და საერთაშორისო მობილობის საკითხებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.